კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დმიტრო კულება - შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები

ნახვები: 557 დმიტრო კულება - შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატო-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება.

"ვფიქრობ, საბოლოოდ ნატო გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას.

„სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა