კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას

ნახვები: 547 ირაკლი კობახიძე - პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას

დავით არახამიას განცხადებამ რეალურად დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ძალიან მყარად უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება, როდესაც ასეთ ფონზე კეთდება გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ფაქტია რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ ორი წლის განმავლობაში – ჯერ როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა, დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.

შეგახსენებთ, განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით პოდოლიაკის, დანილოვის და სხვების განცხადებებს, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები, დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის და უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ-მეგობრობის სულისკვეთებიდან, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა