კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას-ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

ნახვები: 381 ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას-ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ულიტიმატუმს მმართველ გუნდში ეხმაურებიან - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მძიმე საქმეებზეა მსჯავრდებული და მან სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს. მმართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს არასერიოზულად აღიქვამენ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს, რომ ის სასჯელს სამართლიანად იღებს და არის პატიმარი, მისთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყანაც დაისვენებს.

"მგონია, რომ ეს ადამიანი ისევ მოწყვეტილია რეალობას, ისევ ჰგონია თავი იმპერატორი ან მეფე. ჰგონია, რომ ბრძანებებს, რასაც იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, ახლა ასე შეუსრულებენ.

რეალობა ის არის, რომ უკვე თვითონ დარჩა ამ თავის მიერ შექმნილ ილუზიაში. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებს ბელადი, რომ ის არის პატიმარი, რომ ის იხდის სასჯელს სამართლიანად, მისთვისაც უკეთესი იქნება და მისი მიმდევრებისთვისაც და ყველა დაისვენებს, ქვეყანა დაისვენებს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა რამდენიმე ულტიმატუმი წააყენა, ერთ-ერთი მათგანი არის, რომ აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა