კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ნახვები: 377 მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

მშვენიერაძის თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას უკავშირებს გამოძიებას, რომელიც მისი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანასთან დაკავშირებით არის დაწყებული. სწორედ ამიტომ, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ეტაპირებასთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. ოპოზიციას პარლამენტში 60 დეპუტატი ჰყავს, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევს, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად რესურსი ეყოფა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა