კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Google-ის ინიციატივა Women Techmakers თიბისისთან პარტნიორობით ხვალ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

ნახვები: 501 Google-ის ინიციატივა Women Techmakers თიბისისთან პარტნიორობით ხვალ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

თიბისის მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლებს.

საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია.

ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით იმართება.

ტერმინალში, აბაშიძის 34-ში ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ. იქნება მთავარი სცენა, სადაც ყველაზე საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა. ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება.

იქნება მესამე სივრცეც, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძიების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ.

„გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, მოვყვებით, როგორ მოვხვდით ტექნოლოგიებში და შეიძლება, სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, სფეროს შეუერთდნენ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ქალებს მივცემთ გზამკვლევს - რა მიმართულებით შეუძლიათ წასვლა". - ელენე კვარაცხელია, WTM ამბასადორი, თიბისის დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება.

Google's Women Techmakers-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას.

დღის წესრიგს გაეცანით აქ

წინასწარი რეგისტრაცია გაიარეთ აქ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა