პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მამუკა მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად როზნერი "ნაცმოძრაობას" ფასების თემის წამოწევას სთავაზობს

ნახვები: 556 მამუკა მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად როზნერი "ნაცმოძრაობას" ფასების თემის წამოწევას სთავაზობს

ისე, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა პირადად ჩემგან გაიგო საქართველოს პარლამენტში, რომ ბაკურიანის შეკრება შედგა, ასეთივე განხეთქილება იქნება მათ შორის. რატომ? - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორც ჩანს, როზნერი თანამშრომლობს და კომუნიკაციაშია მათ ე.წ. "პიარშიკებთან", სინამდვილეში დავალების მიმცემებთან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯერემი როზნერთან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ლიდერს და დავალებების მიმცემებს აქვთ კავშირი, რიგითმა წევრებმა კი არ იციან, რა დავალებებს გასცემს როზნერი.

მდინარაძის თქმით, უკვე დადასტურდა, რომ ფასების თემას "ნაცმოძრაობა" ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად იყენებს.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება არ იყოს მთლად ზუსტი ინფორმაცია, სულ ორ-სამ ლიდერს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია: ანუ როზნერი იძლევა "ნაცმოძრაობაში" ისეთ დავალებებს, რომ რიგითმა წევრებმა, ლიდერების და მათი ე.წ. „პიარშიკების“ რეალურად დავალებების მიმცემების გარდა, ამის შესახებ არ იციან. ამ დროს, „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია უტყუარად ადასტურებს იმის შესახებ ინფორმაციას, რომ როზნერი, ლგბტ თემის გადასაფარად, ლგბტ პროპაგანდის მხარეს რომ იჭერენ რეალურად და ვერ ემიჯნებიან, ამის გადასაფარად, ფასების თემის წამოწევას სთავაზობს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პიჯაკებით და ჰალსტუხებით იარონ, რათა ხალხში დატოვონ განცდა, რომ ხელისუფლებაში მოდიან.

"მათ მოუწოდებენ სულ ჰალსტუხებში, მოწესრიგებულებმა და დავარცხნილებმა იარონ, რომ განცდა დატოვონ, რომ ხელისუფლებაში მოდიან. წარმოიდგინეთ, მართლა ასე ავალებენ - თქვენ განცდა უნდა დატოვოთ, რომ ხელისუფლებაში მოდიხართ და სულ "პიჯაკირებულებმა", კოსტიუმირებულებმა, ჰალსტუხირებულებმა, დავარცხნილებმა უნდა იაროთ, რომ განცდა დარჩეს ადამიანს, თქვენ მოდიხართ ხელისუფლებაში და ფასებზე უნდა ილაპარაკოთ დღენიადაგ.

ჩვენ ამ ფასების თემაში შეგნებულად შევყევით, არ დავაიგნორეთ თემა, იმიტომ რომ სადაც მართალი ხარ, იმას არ დააიგნორებ. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რეალურად ვზრუნავთ. ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ - ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. მზრუნველის იმიჯი "ნაცისგან" არ გამოვა, მწამებლის იმიჯი გამოსულია უკვე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა