კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - NGO-ები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს ან არ იყოს მოსამართლე

ნახვები: 497 შალვა პაპუაშვილი - NGO-ები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს ან არ იყოს მოსამართლე

„ვეტინგის” თემა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააქტიურა, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი სრული დაფინანსებით უცხოეთიდან მოქმედი ორგანიზაციები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებენ. ჩვენ ვხედავდით, რასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხი მარტივად არის, „საქართველო უნდა მართონ ქართველმა ხალხმა, თუ უცხოელებმა?“

მისივე თქმით, NGO-ებს ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებენ.

„საკითხი მარტივადაა - საქართველო უნდა მართონ ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა? ჩვენი 30 წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა. სწორედ ქართველი ხალხია ის, ვისი მანდატითაც უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. ხოლო, NGO-ები, რომლებიც ასი პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა და მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს და არ იყოს მოსამართლე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს NGO-ები არანაირი ხალხის წარმომადგენლები არ არიან, არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ქვეყნის მართვაში. NGO-ებს ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებენ. თუმცა, გასაკვირია ის, როცა პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ. როცა ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა ქართველმა ხალხმა და მათი მანდატით აღჭურვილმა ადამიანებმა, არამედ უცხოელებმა, 26 ოქტომბერს არჩევნებია. ჩვენ არჩევნებზე იმ კონცეფციით გავალთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ. ჩვენ არ ვართ შეუმდგარი ქვეყანა, არ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა და არ ვართ მესამე სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა. ოპოზიცია არჩევნებზე გადის იმ კონცეფციით, რომ ქართველ ხალხს არ აქვს უნარი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ. ჩვენ ერთი კონცეფციით გავდივართ, ისინი მეორე და ნახავენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს გადაწყდება ყველა ეს საკითხი - ჩვენ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი ქვეყანა თავი და ქართველი ხალხის მანდატით, თუ ის, რასაც ამბობს ოპოზიცია, რომ მათ მართვის არანაირი უნარი არ აქვთ და ქართველ ხალხს არ აქვს არანაირი ცოდნა, გამოცდილება და იმის აღქმა, თუ რა არის მისთვის უკეთესი და საჭიროა მეურვეები მოვიყვანოთ, რომლებიც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა