ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა
ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება-ზელენსკი
ჩვენი სანქციებით რუსეთმა ფაქტიურად ომი საკუთარ თავს გამოუცხადა - ჟოზეფ ბორელი
ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა მისი გაფართოება - შარლ მიშელი
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსვერპლა
რუსული ძალები ემზადებიან გაჭიანურებული კონფლიქტისთვის სამხრეთ უკრაინაში - ექსპერტები
მარიუპოლის საბრძოლო მისიასთან დაკავშირებით პენტაგონის განცხადება
დანია საქართველოში საელჩოს გახსნის

საპატრიარქოს შურისძიების პასუხად - „უსაზღვროდ მადლობელი ვარ ხალხის, ვინც მხარს მიჭერს და ასე სიამოვნებს ჩემი გალობის მოსმენა“ - თამრიკო ჭოხონელიძე

01.08.2022 | 00:09

შობამ წელსაც თამრიკო ჭოხონელიძის ალილოს გარეშე ჩაიარა - ეს ოფიციალურად. არაოფიციალურად კი - სოციალურ ქსელებში ქართველი მართლმადიდებლები სწორედ ქალბატონი თამრიკოსა, მისი შვილისა და შვილიშვილის  შესრულებული ალილოთი ულოცვადნენ ერთმანეთს შობას. საპატრიარქოს ეს დამოკიდებულება არის ერთგვარი სადამსჯელო ქმედება მომღერლის მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს ქრისტიანობის მრწმასს - მოყვასის სიყვარულს, თუმცა კონკეტულ ვითარებაში, ის რაც ნათელი და წესია ნებისმიერი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საეკლესიო პოლიტიკისთვის. თავად მომღერალი "NATION"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ "ხალხი დაითრგუნა და ასე ვთქვათ იმუნიტეტი დაკარგა ბოროტებასთან ბრძოლაში",-

-       ქალბატონო, თამრიკო გილოცავთ შობას!

-       მეც გილოცავ და ვულოცავ ჩემს ხალხს.  შობა ჩემთვის გამორჩეული დღესასწაულია და ამ დღეს ყოველთვის მწამს, რომ რაღაც ახალი დაიბადება. ამ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია გონიერება გვქოდეს და ერთმანეთის სიყვარული შეგვეძლოს, რომელიც ქართველ ხალხში სამწუხაროდ აღარ არსებობს. ვისურვებდი, რომ ოდესმე დასრულებულიყოს შური, ზიზღი, დაძაბულობა და ერთმანეთის დევნა. ძალიან მიყვარს  ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მე გამიმეტა და  არასამართლინად მომექცა. ვისურვებდი, რომ ეს სიყვარული და გონიერება ყველას ყოველთვის შეგვეძლოს.

-       რატომ ფიქრობთ ასე?

-       იმიტომ რომ ჩვენ ეს გამოცდა ვერ ჩავაბარეთ.  მე ყოველთვის ვამაყობ იმით, რომ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ.  როგორც მუსიკოსი ქართულ-ხალხურ მუსიკალურ აზროვნებას  შევეხები და ვიტყვი, რომ მის წინაშე მთელი მსოფლიო ქედს იხრის და გვაღიარებს, როგორც გამორჩეულ ერს. ჩვენ მართლაც გვაქვს საამაყო  არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ზოგადად, ბევრ სფეროში. თუმცა რაც შეეხება ერთმანეთის სიყვარულსა და გატანას - ჩვენში ის გაქრა, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წელია. ასე მგონია, ვისჯებით.

-       ვისგან ვისჯებით?

-       ბოროტი ძალისგან, რომელმაც ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და თანადგომა დაგვავიწყა. თუმცა მე მაქვს ისევ უფლის იმედი და მჯერა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ.  უფრო მეტიც, გვექნება იმის ძალა და გონიერება, რომ პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს და ამის გამო არავინ გავრიყოთ. ვფიქრობ,  ხალხი დაითრგუნა და ასე ვთქვათ, იმუნიტეტი დაკარგა ბოროტებასთან ბრძოლაში.  

-       ქალბატონო თამრიკო, ამ შობას თქვენ ისევ არ გიგალობიათ სამების საკათედრო ტაძარში. როგორ ფიქრობთ ეს სულ ასე იქნება?

-       თქვენ რაიმე სიახლეს ელოდებოდით? ანუ ელოდებოდით, რომ შობას იგალობებდნენ ამ შემთხვევაში, თამრიკო მარიამი და ელენე?

-       ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი, ასე ყოფილიყო ...

-       არა ჩემო კარგო... იქ იგივე ხალხი დგას დღესაც, ვინც მაშინ იყო და როგორ ფიქრობთ მათში გაიღვიძებდა გონიერების ან სიკეთის მარცვალი? უპირველესყოვლისა, აქ ალბათ  შურისძიებისა და ანგარიშსწორების  გზები უნდა ვიპოვოთ, რადგან სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა. ეს დამოკიდებულება კი სამღვდელოებიდან წამოვიდა.

-       რა სამწუხაროა ...

-       კი არის, მაგრამ  ჩემთვის ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე სამწუხარო.

-       საგანგაშო რატომ?

-       იმიტომ რომ მათი ნებისმიერი ქმედება თუ ნაბიჯი ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი.  მიმტევებლობის, განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულების. პრინციპში, ჩვენ  ამის მაგალითი მივიღეთ კიდეც, თუმცა ეს იყო ყველაზე ცუდი მაგალით სამღვდელოებისგან.

-       ელოდებოდით, რომ ამ შობას გალობას ისევ შემოგთავაზებდნენ?

-       რა თქმა უნდა, არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ იგივე პოზიციის  ხალხია დღესაც ვინც მაშინ იყო, შესაბამისად არაფერი შეიცვლებოდა. ამ ამბავში მე, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს  არის ის, რომ რატომღაც ჩემი თემა გახდა სალაპარაკო. დასჯასაც კი მიპირებდნენ.  თუმცა მე ვერავინ დამსჯის.  ჩემთვის ერთაადერთი სამსჯავრო არსებობს და ეს არის უფალი, რომლის მიმართ  ყველაზე მეტი რიდი, შიში და მოკრძალება მაქვს. ამიტომ, მთავარი სიტყვა მხოლოდ უფალს ეკუთვნის.

-       და ასეთი შემოთავაზება რეალურად რომ ყოფილიყო იგალობებდით?

-       რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. თუმცა, ეს შემოთავაზება არ იყო და არც იქნება, რადგან ისინი თვლიან, რომ მე ამით დამსაჯეს. ერთადერთი, რაც ცუდი გამიკეთეს, ეს არის ის, რომ ტაძარში ხალხს ჩამოვშორდი. მე დღესაც ვგალობ ოჯახში და ამით არაფერი დამკლებია, მაგრამ ტაძარში მყოფი ხალხი, არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემთვის მხოლოდ აუდიტორია არ არის. იქ არის მრევლი. ჩვენ ბევრნი ვართ, ყველა ერთად ვუგალობთ ღმერთს. ის მსმენელიც მგალობელია, რომელიც ჩვენთან ერთაად გალობს საგალობელს და აი, სწორედ ამ მსმენელი შეურაცხჰყვეს.

-       მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გულისხმობთ?

-       დიახ. მათ მომღერლები უწოდა. მე ამ მოძღვარს ვეტყვი, რომ გალობას ვინც ასრულებს, უშუალოდ გალობის მომენტში ის არის მგალობელი. ეს ყველა შემთხვევაში ასეა. თუ არ არის დაქირავებული მგალობელი, რომელსაც ფულს უხდიან. მე არ ვიცი რა კრიტეერიუმებით არჩევენ მგალობლებს, თუმცა მგალობელი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გალობს.  

-       სხვადასახვა მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული კრებსებიდან გაირკვა და ეს დასტურდება თქვენი თქმითაც, რომ საპატრიარქო თქვენგან ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდა. როგორ ფიქრობთ რა გქონდათ საბოდიშო?

-       ამ ამბავზე ძალიან ბევრ ვიცინე. ბოდიში მათ უნდა მოიხადონ სწორედ იმ ხალხის წინაშე ვისაც დაანახეს თუ რა ნიშნავს განხსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულება. ბოდიში მათ თავად უნდა მოიხადონ საკუთარი  უგუნური საქციელის გამო - უპირველესყოვლისა ღმერთთან.  მე არაფერი მაქვს საბოდიშო. ხოლო ვისთანაც მაქვს, ყოველთვის ვამბობ აღსარებაში და ვიხდი კიდეც ბოდიშს.  ან რის გამო უნდა მოვიბოდიშო? იმის გამო, რომ მე არა კაცთ კლას დვაუჭირე მხარი? იქ განსხვავებულობაზე იყო საუბარი.  რა რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ ორიენტაციის არ უნდა იყოს ადამიანი  ყველაფერი ეხება ადამიანს, რომლის დისკრედიტაცია არ შეიძლება, იმის გამო, რომ შენ ის არ მოგწონს.  ისინი დასდევდნენ და დასდევენ დღესაც განსხვავებულ აზრს და მე ამ აგრესიას გავემიჯნე, არ ვიმღერე იმ დღეზე, რასაც ოჯახის სიწმინდის დღე ჰქვია. ზუსტად იმ დღეს დანიშნულ დღეზე, სადაც გამოდნიოდნენ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები და თავისუფლებასა და მშვიდობას ითხოვდნენ.  ვფიქრობდი, რომ ეს იყო გამძაფრებისა და  დაპირისპირების დღე და ამას დაარქვეს ოჯახის სიწმინდის დღე.   ყველამ, სასულიერო პირებიდან დაწყებული მრევლით დამთავრებული, ოჯახის სიწმინდის სიყვარულში შემეჯიბრონ.  აუცილებლად აღვნიშნავ, რომ  ძალიან ამაყი ვარ ზუსტად იმ თითოეული ნაბიჯის გამო, რომელიც მე მაქვს გადადგმული დაბადებიდან დღემდე ჩემი ოჯახის მიმართებით.

-       ქალბატონო თამრიკო, აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოება დღესაც თქვენი გალობის ვიდეოთი ულოცავს შობას ერთმანეთს. როგორ ფიქრობთ ეს სიყვარული შეძლება უკვალოდ გაქრეს?

-       ცრემლებამდე ვარ მისული ამ სიყვარულისთვის. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამ ხალხის, ვინც მხარს მიჭერს და ასე სიამოვნებს ჩემი გალობის მოსმენა. სწორედ ესაა ის, რაც მე ფარხმალს არ მაყრევინებს და შეუძლებელია ეს უკვალოდ გაქრეს. ისინი მაძლევენ უნარს, რომ ცხოვრება სიკეთითა და სიყვარულით სავსემ გავაგრძელო. თუნდაც ამიტომ დავთანმხდებოდი შემოთავაზებას წლევანდელ გალობაზე, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ხალხი მელოდებოდა.

-       ბანალური კითხვა - როგორ ფიქრობთ გვეშველება რამე?

-       აუცილებლად. თუ ჩავაბარებთ იმ გამოცდას, რასაც ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა ჰქვია.

ესაუბრა ზუკა ნემსაძე