კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილი - ვადანაშაულებ მთავრობას გენოციდში, ვადანაშაულებ ივანიშვილს ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში

ნახვები: 559 მიხეილ სააკაშვილი - ვადანაშაულებ მთავრობას გენოციდში, ვადანაშაულებ ივანიშვილს ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში

მე ვადანაშაულებ მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში, მე ვადანაშაულებ ივანიშვილს ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

მან საზოგადოებას მაქსიმალური აქტიურობისა და ქმედებისკენ მოუწოდა, რადგან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ არ არჩევნებში არსებული ხელისუფლების დამარცხება არ მოხდა, შესაძლოა მომავალში არც საქართველო აღარ იყოს და არც თავისუფალი არჩევნები.

„ჩვენი მიწების 50% არის დაუმუშავებელი, ეს ნიშნავს პროდუქტების გაზრდილ ფასს. რატომ არის დაუმუშავებელი? იმიტომ, რომ საწვავის ფასი გაიზარდა. რატომ გაიზარდა საწვავის ფასი? იმიტომ, რომ რუსეთმა გაზარდა ფასი. სხვათა შორის ნარკოტიკების ძირითადი შემომტანებიც არის რუსები, ამ ახალი ძალიან საშიში ნარკოტიკების. ჩვენი პოლიტიკა იყო, რომ არც ერთ ქვეყანას არ მივბმოდით - სადაც იყო იაფი, იქ გვეყიდა, ესენი ებმებიან რუსეთს იმიტომ, რომ რუსეთთან შეიძლება კორუფციულ გარიგებებში შესვლა. მე ვადანაშაულებ მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში, მე ვადანაშაულებ ივანიშვილს ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში. საქართველო არის ისეთი მანქანა, რომლის საჭესთან ზის ადამიანი, რომელსაც მიაქანებს მას უფსკრულისკენ და გადაჩეხავს და ქართველი ხალხი ჩაკეტილი ჰყავს სადღაც საბარგულში. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქართველ ხალხს საშუალება, თვითონ დაჯდეს თავისი ეროვნული მანქანის საჭესთან და ესენი მანქანიდან უნდა გადავყაროთ და გავუშვათ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ძალიან ქმედითები. მაფიოზებს ეშინიათ, როგორც წესი, ხალხის აქტიურობის და ქმედითობის, რაც არაერთხელ დადასტურდა - დადასტურდა გასული წლის მარტში, ევროპასთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ამ არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ უკვე თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები და აღარ იყოს არც საქართველო, არც თავისუფალი არჩევნები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, აუცილებლად ბედის ბორბალს დავატრიალებთ წაღმა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა