რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი პოლიტიკაა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება, იმის მისაღებად, რაც კანონიერად გვეკუთვნის, მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც კანონიერად ჩვენი არ არის

ნახვები: 537 ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი პოლიტიკაა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება, იმის მისაღებად, რაც კანონიერად გვეკუთვნის, მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც კანონიერად ჩვენი არ არის

ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ვხედავთ, რომ შესაძლებელია, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი ბაგანისიდან ბერქაბერამდე მონაკვეთზე. ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტერიტორიებზე სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის დაზუსტებაზე უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ოპოზიცია ტავუშის სოფლების დათმობაში სდებს ბრალს.

„იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც კანონიერად ჩვენია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც კანონიერად ჩვენი არ არის“, – აღნიშნავს ფაშინიანი.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად საკუთარი რესურსებისთვის ნდობა დაასახელა.

„ჩვენს ხელთ არსებული რესურსი, ინსტრუმენტი არის ლეგიტიმაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ სომხეთის საზღვრები დავაფიქსიროთ ამ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის კონსოლიდაცია. ჩვენი ამოცანა დღეს რეგიონის რიგ ქვეყნებთან არის შემდეგი: ჩვენ გვინდა, რომ მათ, შეთანხმების შესაბამისად, აღიარონ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ თუ გვინდა, რომ სხვებმა ეს აღიარონ, ჯერ ჩვენ თვითონ უნდა ვაღიაროთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა