კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ეს არის უნიჭო პროპაგანდა

ნახვები: 595 რომან გოცირიძე - ეს არის უნიჭო პროპაგანდა

როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ეს არის „უნიჭო პროპაგანდა“, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ისტორია დასჯის და განსჯის.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია, ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ აშშ-ს ზედ გულში დაუმიზნა. ძალიან სასაცილო იყო გუშინდელი ანტიამერიკული კამპანიის გამოცხადება, რომელიც პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაახმოვანა სპეციალური ბრიფინგით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მხარი აუბა. თურმე რა პრეტენზია აქვთ აშშ-თან-რატომ არ არის უვიზო რეჟიმი? რატომ არ არის აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა? რატომ არ დაფრინავს აშშ-ში საქართველოდან პირდაპირ თვითმფრინავი? მერე „საუკეთესო მეგობრის“ მაგალითიც დაასახელა, აგერ ჩინეთთან ხომ გვაქვს ყველაფერი ეს. ახლა დაიწყეს დამუნათება, საყვედური იმ ქვეყნის, რომლის დახმარება რომ არა, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა არ იარსებებდა. მხოლოდ აშშ-მ საკუთარი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს დახმარების სახით გაუწია 5 მლრდ დოლარზე მეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება ევროკავშირის გარდა, ხელისუფლებასაც გადასწვდა.

„ევროპასთან ხომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, რას ერჩოდით ევროკავშირს 2 წელი რომ ლანძღვა-გინებაში იყავით? ე.წ. ხალხის ძალა პარტიად რომ შექმენით და პარტიად დააგვირგვინეთ, „ქართული ოცნება 2“ რომ მოგვევლინა, მათი მთავარი დავალება ივანიშვილის მხრიდან რა იყო გახსოვთ? თურმე ევროპა ბიძინა ივანიშვილს თავის ფულს არ აძლევს, სანამ საქართველო ომში არ ჩაერთვება და ბევრი სხვა სისულელეები. ეს არის უნიჭო პროპაგანდა. როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა