გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

სახეზეა ახალი შტამის ცირკულაციის მატება-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 380 სახეზეა ახალი შტამის ცირკულაციის მატება-ამირან გამყრელიძე

სახეზეა ახალი შტამის ცირკულაციის მატება, დღევანდელი შემთხვევების ათი პროცენტი უკვე „ომიკრონზე" მოდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, „ომირკონი" სწრაფად ვრცელდება.

„ლაბორატორიული კვლევებით, რასაც ჩვენი ცენტრი აწარმოებს, „ომიკრონის" შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, ის საკმაოდ სწრაფი ტემპით იმატებს როდესაც იწყება მისი შიდა ცირკულაცია, ანუ შიდა გადადება. უნდა ველოდოთ, რომ შემდეგი ორი კვირა მატების ტენდენცია იქნება.

რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე გვქონდა სხვადასხვა ტალღების პიკზე. ამას მიანიშნებს ის, რომ მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ესეთი ამ ორი წლის განმავლობაში პანდემიის პერიოდში არ ყოფილა. მაქსიმუმი ყოველდღიური შემთხვევების იყო 800 000-900 000 შემთხვევამდე. დღეს უკვე ჩვენ ყოველდღიური გვაქვს ორ მილიონზე მეტი. ამან გადატვირთა ჯანდაცვის სექტორი. ანუ ტესტირებაზე მეტი მოთხოვნაა, ამბულატორიული მიმართვიანობის და ონლაინკონსულტაციების მეტი მოთხოვნაა. მაგრამ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მთელ რიგ ქვეყნებში და სიკვდილიანობის ზრდა არ აღინიშნება",- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონით" დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია რვა ადამიანს დასჭირდა.

„ჰოსპიტალურ სექტორში 4 000-ზე მეტი ადგილია. ჰოსპიტალური მიმართვიანობა „ომიკრონის" ხარჯზე დიდი არ გვაქვს. ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით" დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა რვა ადამიანს და ხუთი უკვე კარგად არის. სამი რჩება თანმხლები დაავადებით. სერიოზული გადატვირთვაა მოსალოდნელი პირველადი ჯანდაცვის სექტორის, ანუ ოჯახის ექიმების. გაძლიერდება ონლაინკლინიკები, რომ ყველა ადამიანმა შესაბამისი ონლაინკონსულტაცია მიიღოს",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ომიკრონს" შედარებით აკავებს ბუსტერიზაცია.

„მთავარი რეკომენდაცია, რაც „ომიკრონს" შედარებით აკავებს, ეს არის ბუსტერიზაცია. სასურველია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ორჯერ აიცრა, გაიკეთოს ბუსტერი. აცრები გახლავთ მთავარი შემაკავებელი. ვინც არ არის აცრილი, აუცილებლად უნდა აიცრან. მნიშვნელოვანია პირბადის უნივერსალური ტარება, რომელიც აკავებს „ომიკრონსაც".ასევე დისტანცია, სანიტარიზაცია და თავის არიდება თავშეყრის ადგილების.

„ომიკრონიც" იგივე სიმპტომებით იწყება. განსხვავებული აქვს ის, რომ ახასიათებს ძლიერი სურდო, ასევე ღამის ოფლიანობა, ყელის ჩახეხვა",- აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა