კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის სამხედრო დაზვერვა- მოსკოვში ტერაქტთან დაკავშირებით უკრაინული კვალის შესახებ ვარაუდებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან

ნახვები: 565 უკრაინის სამხედრო დაზვერვა- მოსკოვში ტერაქტთან დაკავშირებით უკრაინული კვალის შესახებ ვარაუდებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან

მოსკოვში ტერაქტთან დაკავშირებით უკრაინული კვალის შესახებ ვარაუდებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი სიცრუეა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. უკრაინა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩართული ამ ტერაქტში. უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს რუსი დამპყრობლებისგან, ათავისუფლებს საკუთარ ტერიტორიას, ებრძვის ოკუპანტების ჯარსა და სამხედრო ობიექტებს და არა მშვიდობიანი მოსახლეობას“, – აღნიშნა იუსოვმა „როიტერთან“ საუბრისას.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან, ცდილობდნენ მიმალვას და ისინი უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა