თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ

ნახვები: 537 სოზარ სუბარი - მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ

სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც გამოეხმაურა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

სუბარის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები სწორედ ამიტომ დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება. მისივე თქმით, მათ ურჩევნიათ, რომ “ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.”

„მერამდენედ გაწბილდა ქართული რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანთა უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს. სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება, ურჩევნიათ, რომ ასე ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი. თუმცა, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც უარი თქვა გვარამიას საჩივრის მიღებაზე, კარგი იქნება თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე. ასევე, ბოდიშს მოიხდიან პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, რადგან წარმოუდგენელი ცილისწამებები და ზეწოლა იყო მის წინააღმდეგ. ასევე კარგი იქნება თუ უცხოური აგენტურა, წარმოდგენილი “ენჯეოების” სახით, ბოდიშს მოიხდიან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე იმ ცილისწამების გამო, რაც მათგან მოდიოდა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

სტრასბურგის სასამართლომ მერამდენედ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის პოლიტიზებული, მაღალ დონეზეა და ამისი მაგალითია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ბედავს თავისი საქმე სტრასბურგში წაიღოს”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა