Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია

ნახვები: 576 ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები "რელევანტურობას მოკლებულია".

შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რა დროსაც იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადებით საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა.

„მგონი არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს,რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით საბოლოოდ დაადასტურა,რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს.

ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“.

ზურაბიშვილის თქმითვე, თავის მხრივ, დიასპორაც გამოხატავს მზაობას, მათ სარგებლობაში არსებული ფართების საარჩევნო გამოყენების თაობაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა