ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო-ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილზე

01.13.2022 | 17:17 ნახვები: 235

მიხეილ სააკაშვილი რის დასასრულზე საუბრობს, მისი პოლიტიკური კარიერის?, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია სასამართლო პროცესზე სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: „მეგობრებო, მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს დავასრულოთ. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები".

„მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კი, 2024 წლის ოქტომბრამდე მიცემული აქვს ხალხის მიერ მიცემული მანდატი, 2024 წლის შემდეგ ვნახოთ. ქართული ანდაზა ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მისი განცხადებაც. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოიგო, არ ვიცი, რა ჰქვია ამას - ეს არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რაღაც მითებსა და ზღაპრებში ცხოვრება. ეს ყველაფერი მარტივად დათვლადია, სად მოიგეს და სად - არა. 63 ოლქში წააგეს, ერთ ოლქში მოიგეს. მათემატიკა ზუსტი რიცხვებია", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა