საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

პარლამენტის ბიუროს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი წარედგინება

ნახვები: 568 პარლამენტის ბიუროს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი წარედგინება

პარლამენტის ბიუროს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი წარედგინება.

ორივე პროექტი ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე ინიცირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს.

ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი

ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში

საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა აკრძალულია და ისჯება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული წესით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამავე პროექტით, იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

"ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" ალტერნატიული პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები: - ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და თეონა აქუბარდია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა