მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდებ

14.01.2022 ნახვები: 352

საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოს, ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

„ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე არის 10 დღე ვადა და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, კონტაქტების შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება ვადები. თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი. ასევე პირებს, კოვიდინფექციის განდატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე", - განაცხადა თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები ორშაბათიდან შევა ძალაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა