ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
შს მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham

ჩემი პოზიცია იქნება უფლებამოსილების არშეწყვეტა-ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე

15.01.2022 ნახვები: 843

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას პირადად მხარს არ დაუჭერდა, თუმცა ის გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი იქნება. ამ თემაზე მან "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი.

"ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან მიმართვაში ჩვენ გუნდში ჯერ მკაფიო პოზიცია არ გვაქვს დაფიქსირებული.

მე, უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ნებისმიერი ჩემი კოლეგაც, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა