კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები

ნახვები: 594 ალეკო ელისაშვილი - ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, - ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ელისაშვილის თქმით, ახლა ვისაც ქვეყანა უყვარს გარეთ უნდა გამოვიდეს.

„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ. ეს მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ „სიფათში“. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა