ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

ნახვები: 451 ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ ურთიერთობებში. მხარეებს შორის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა და მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლების შემოტანა, რაც მნიშვნელოვნად, სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში. ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რაც თავის მხრივ ქვეყნებისთვის მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის მომტანია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების გზაა. გამოითქვა მზაობა, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომავალ სხდომას.

ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო ნაბიჯებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების გზაზე უნდა გადაიდგას. აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის გამოწვევების დაძლევის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ ძალისხმევას და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის წინააღმდეგ საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ დღის წესრიგში დარჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ელჩის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა