კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია

ნახვები: 578 გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია

სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია - ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცულია.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც დღეს საქართველოშია. არ არსებობს ჯგუფი ადამიანების, რომელთა უფლებებიც დაცული იქნება. უფრო მეტიც, ამ ანგარიშში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უფლებადამრღვევები ფაქტობრივად, წახალისებულები არიან, იმიტომ, რომ არანაირი გამოძიება აღარ არსებობს. უფლებას დაარღვევს სამართალდამცავი, მის მიმართ არანაირი გამოძიება არ ტარდება. უკანონო დავალებას გასცემს მინისტრი - მერე რა? ჩვეულებრივად ჩაივლის. ეს უკანონობა ხდება.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სტრასბურგს ხშირად იყენებთ ხოლმე. ძალიან კარგი იქნება, სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით შეახსენოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტრასბურგს ხშირად ახსენებენ ხოლმე. „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც ახლა პარლამენტში იხილება, სტრასბურგმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საწინააღმდეგო კანონი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა