სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

ნახვები: 398 გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

საქართველოში პირველად, გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ - გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გააცნო.

გურჯაანის მერის, ზურა უტიაშვილის განმარტებით, ეს ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების რისკს შეამცირებს.

"ვალდებული ვართ, პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებისათვის განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი. თუ ბავშვს ოჯახში ერთი აუცრელი წევრი მაინც ეყოლება, მას ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესში ვერ ჩავრთავთ. რასაკვირველია, შეიძლება აცრილებიც დაინფიცირდნენ, მაგრამ მძიმე შემთხვევების, გარდაცვალების რისკები ხომ მცირდება. ბავშვებს ოჯახებში ხანდაზმულები ხომ ჰყავთ, ყველაზე მეტად მათ ვუფრთხილდებით. გვქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებაც"- განაცხადა უტიაშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 32 საბავშვო ბაღში, 24 იანვარს განახლდება.

ბაღები გურჯაანში, კახეთში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 2021 წლის ნოემბერში დაიკეტა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა