თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

გიორგი კალანდარიშვილი - იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დამიჭერს

ნახვები: 400 გიორგი კალანდარიშვილი - იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დამიჭერს

საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, იმედი მაქვს, ჩემს კანდიდატურას ექნება მხარდაჭერა, რადგან კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, არსებობს გამოცდილება, მიღწევები, რომლებსაც ცესკო-მ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია, - ამის შესახებ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტისთვის ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების გადაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

„შემდგომი პროცედურები ითვალისწინებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენები. კანდიდატებს შეუძლიათ, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიაწოდონ თავიანთი სამომავლო ხედვა ინსტიტუციასთან მიმართებაში და ამასთანავე, თუ არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები ან დაზუსტების საჭიროებები, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობით ვისარგებლოთ და მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც მათ შემდგომ გადაწყვეტილებაში ბუნებრივია, მისცემს გარკვეულ მიმართულებას", - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ინსტიტუციის სტაბილურობისთვის, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, იყოს გრძელვადიანი ხელმძღვანელი, რომელიც წარმატებით განახორციელებს პროექტებს, რეფორმას, ტრანსფორმაციას იმისთვის, რომ ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, ასევე იმის დიდი იმედი, რომ ჩემს კანდიდატურას ექნება გარკვეული მხარდაჭერა, იქედან გამომდინარე, რომ გარდა იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, რომელსაც ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს, ეს არის დამოუკიდებლობა, კორპორატიული, ორგანიზაციული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება, ეს არის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, მიღწევები, რომელიც საარჩევნო კომისიამ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია. თუმცა არის კიდევ არაერთი გამოწვევა, სერიოზული რეფორმები, რომელზეც ჩვენ მუშაობა უკვე დავიწყეთ და თუ მომეცემა საშუალება, რომ დავიკავო ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა, ყველა ამ რეფორმას ასევე წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კითხვაზე, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ის კითხვები და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ გამოითქმის.

„მედალს აქვს ორი მხარე. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ადმინისტრაციაში იყო პოზიტიური ძვრები, ეს არის გამოხმაურება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც ხაზგასმით აღნიშნულია საზოგადოებისთვის ცნობილ საერთაშორისო კვლევების დასკვნებსა და ანგარიშებში.

კითხვის ნიშნები და სერიოზული კითხვის ნიშნები ჩემს და ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ არჩევნების დროს არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია ის კითხვები, წუხილი, კრიტიკა, რომელიც ჩემი კანდიდატურის მიმართ მოდის, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი. მთავარია, დღეს ჩვენ ვიყოთ კონსტრუქციულები, კრიტიკა, ბუნებრივია, ჯანსაღი პროცესის ნაწილია, მაგრამ ეს უნდა იყოს საფუძველზე დაყრდნობით", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა