თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას

ნახვები: 527 ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ.

მზად ვარ გავხსნა ეს დებატები, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ის, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღების მასპინძელია - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში.

„მოდით, ეს ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, რა გვიცავს რეალურად სანდო გზით. საფრანგეთი შეინარჩუნებს თავის სპეციფიკას, მაგრამ მზად არის მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში“, - აღნიშნა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საფრანგეთი ბლოკის ერთადერთი წევრია, რომელსაც საკუთარი ბირთვული იარაღი აქვს. ხუთშაბათს, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა რუსული აგრესიის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. მან მოუწოდა კონტინენტს, სანდო თავდაცვის სტრატეგია მიიღოს, რომელიც ნაკლებად დამოკიდებული იქნება შეერთებულ შტატებზე.

„სანდოობა ასევე ნიშნავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ფლობას რუსების გადასარწმუნებლად. შემდეგ არის ბირთვული იარაღი: საფრანგეთის დოქტრინა არის ის, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. მე უკვე ვთქვი, რომ ამ სასიცოცხლო ინტერესებს აქვს ევროპული განზომილება“, - აღნიშნა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა