სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა-რატი იონათამიშვილი

ნახვები: 363 მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა-რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მეტრო „ისანში" მომხდარი ფაქტი იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე.

„სამაგალითო საქმე იქნება, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს ქვეყანაში ძალადობა ვერც მოქალაქეზე, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე. ასევე ვერავინ გაბედოს, გულგრილად უყუროს ნებისმიერი დანაშაულისა და ძალადობის ფაქტს.

მეორე მხრივ, აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანისგან და ჯგუფისგან მოვისმინეთ სიძულვილის ენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, თითქოს ეს ადამიანები აპროტესტებენ და იცავენ შშმ პირთა უფლებებს, მაგრამ ამას აკეთებენ სიძულვილის ენითა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ეს ხაზს უსვამს, რომ ისინი ამ პოზიციით არ არიან გულწრფელები და საქმე გვაქვს ფარისევლობასთან. თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც იღებს ვალდებულებას, საჯაროდ ილაპარაკოს ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფზე, მათ საჭიროებებზე, უნდა ილაპარაკოს გამართულად და არა დისკრიმინაციულად, სიძულვილის ენით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა