Politico - ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება
თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის
ჯო ბაიდენი - მოხუცი ვარ, მაგრამ მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ ტრამპზე
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას დღეს ოფიციალურად გახსნის
რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს
ამინდი 16 ივლისს
პროკურატურა - ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

რატომ არის აგენტების კანონი რუსული?

05.08.2024 | 09:59 ნახვები: 1710

ბოლო დღეებში ქოცებმა დაიწყებ საქართველოში მასობრივი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიცაა დაანახოს საზოგადოებას, თითქოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის გამოც ისინი მზად არიან გამოუცხადონ ომი როგორც საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას, ასევე მთელს მსოფლიოს - სინამდვილეში არა რუსული, არამედ ევროპულია.

მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ის, რომ კანონპროექტი არავის არ წაუკითხავს, და წარმოდგენა თითქოს ის რუსულია - რადიკალების, გლობალური ომის პარტიის, და მსოფლიო მთავრობის პროპაგანდის შედეგია. თორემ საკმარისია ერთხელ ჩაიხედო ამ დოკუმენტში და ნათელი გახდება, რომ ის არა რუსული, არამედ სრულიად ევროპულია.

ამ დროს რა თქმა უნდა იბადება პირველი ეჭვი - მართლაც ასე რომ იყოს, და კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდეს, არ იძლეოდეს რეპრესიების დაწყებისთვის ბერკეტებს  - ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ თქვენნაირი გაიძვერები ამ კანონს არ ჩაეჭიდებოდნენ. 

არც ისე ცნობისმოყვარეები ხართ, რომ ამის გამო მთელს მსოფლიოს ომი გამოუცხადოთ..

თუმცა, ეს ლირიკაა, მოდით საქმეზე ვილაპარაკოთ. მართლაც, პასუხს შეკითხვაზე - რატომაა ეს კანონი რუსული?  - ხშირად ვერ გაიგონებ. ყველაზე გავრცელებული არგუმენტია - „ჩვენი პარტნიორები ამ კანონის წინააღმდეგი არიან“, რაც მორალურად უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტულად კანონის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს.

რატომ არის კონკრეტულად ეს კანონი რუსული, რომელი პუნქტებია მასში ისეთი, რომ მასზე ნამდვილად, გადაჭრით შეიძლება ითქვას რომ ის რუსულია? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი იშვიათად ისმის.

მაშ, რატომ არის ეს კანონი რუსული?

პირველი -  იმის გამო, რომ ეს არის ტოქსიკური, საშიში კანონი, რომელიც თავისთავად საფრთხის შემცველია, იქნება ის რუსეთში, საქართველოში, თუ შტატებში. ის ტოვებს ინტერპრეტაციების ბევრ შესაძლებლობას, და ამიტომაც, მისი მიღების აუცილებელი და გადაუდებელი პირობაა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა.

როდესაც თქვენს ქვეყანაში სასამართლო ოლიგარქის ჯიბეშია, და მასში სახელმწიფოსთან მნიშვნელოვან დავაში გამარჯვება შეუძლებელია - ეს კანონი - რუსულია.

მეორე - კანონი აგენტების შესახებ სწორად და გამართულად მუშაობს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვალებადობაა, თავისუფალი არჩევნები ტარდება, საჯარო სამსახურში კი ხელისუფლებას ასობით ათასი უსიტყვო მონა არ ჰყავს.

იქ, სადაც ხელისუფლება იცვლება, კანონი აგენტების შესახებ ვერ იქცევა ერთი პარტიის მიერ ოპონენტების გაჩუმების იარაღად, და ნამდვილად მოემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

თუ თქვენს ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ჯიბეში უდევს ფსიქიკურად შეშლილ ოლიგარქს, რომლის ცხოვრების ერთად-ერთი მიზანია ძალაუფლების და კაპიტალების შენარჩუნება და ამ დროს თქვენ იღებთ კანონს აგენტების შესახებ - ეს კანონი ნამდვილად რუსულია.

მესამე და მთავარი  - კანონში გათვალისწინებულია მონიტორინგის პროცედურა, რომელიც საერთოდ არაფრით არაა არც შეზღუდული და განსაზღვრული.

რამდენი ხანი შეიძლება  გაგრძელდეს შემოწმება, კონკრეტულად რის შემოწმება შეიძლება, და რის არა - ეს არაფერი არ წერია.

დღევანდელი კანონპროექტით შესაძლებელია:

შემოწმების ქვეშ მყოფი ორგანიზაციიდან ყველა კომპიუტერის გატანა (ინფორმაციის გადასამოწმებლად), თანაც არსადაა მითითებული  - რამდენი ხნით? თუ იუსტიციის სამინისტრო ჩათვლის - შესაძლებელია რამდენიმე თვით, არანაირი მინიშნება ვადებზე პროექტში არ არის.

ასევე შესაძლებელია ორგანიზაციის დაჯარიმება 10 000 ლარით საბუთების შევსების დროს დაშვებული „ხარვეზების გამო“, მაგრამ არაა დაზუსტებული - რას ნიშნავს „ხარვეზი“? არასწორად დასმული მძიმე - ხარვეზია თუ არა? ან ფერმკრთალი კალმით შევსება? ან კიდევ სხვა, ათასი წვრილმანი, რომელთა გამოქექვა ნებისმიერ, ყველაზე იდეალურ დოკუმენტშიც შეიძლება?

ასევე გაუგებარია ფინანსური შემოწმების პარამეტრები - რა მოწმდება და რა არა? რა  დრო შეიძლება გაგრძელდეს ეს შემოწმება? როდის დასრულდება ის - 2 კვირაში, და 7 თვეში?

მონიტორინგის სისტემაში დატოვებულია უამრავი ასეთი ხვრელი, რომელიც ნებისმიერი ორგანიზაციის ნელა-ნელა მოგუდვის საშუალებას ტოვებს.

ზუსტად ისე, როგორც უყვარს ხელისუფლებაში მყოფ ანაკონდას.

სწორედ, აი, ამ ფაქტორების ერთობლიობა გვაძლევს ჩვენ საშუალებას ცალსახად ვთქვათ - აი ამის გამო, ეს კანონი სწორედაც რუსული.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა