კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

ნახვები: 640 „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

 

 „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტმა ფოტოგრაფმა მიიღო და ჯამში 800-მდე  ფოტო პროექტია წარდგენილი. 14 მაისს 20:00 საათზე, ტეს-ში (დოდო აბაშიძის #10), გაიმართება ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია. დასახელდებიან 2024 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ინფორმაცია გამოფენების, ლექციებისა და ვორქშოფების შესახებ იხილეთ www.kolga.ge-ზე.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.

ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ტრადიციულად, უკვე 20 წელია, თბილისი ფოტო კვირეულის წარმდგენია თიბისი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა