პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

"შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას" - თსუს მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი

ნახვები: 554 "შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას" - თსუს მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი

"შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას," - ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტების ნაწილი ავრცელებს. 

"თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადება:

ჩვენ, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობას, მშვიდობას და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებას ნიშნავს.

ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენსა და ჩვენს თანატოლებზე ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. გარდა ამისა, გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების ტოტალური და უკანონო დაკავებები.

ასევე ვეხმიანებით, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დაშინების მცდელობებს და სოლიდარობას ვუცხადებთ მას!

იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ,სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას.

მადლობა ყველა სტუდენტსა და ლექტორს უკვე გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოზიცია ურყევია, სტუდენტები მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადაჯაროზე." - წერია განცხადებაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა