კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეთრი სახლის პრესმდივანი - თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან

ნახვები: 576 თეთრი სახლის პრესმდივანი - თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან

თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

"ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან", - განაცხადა ჟან-პიერმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ღრმა შეშფოთებას „კრემლის სტილის უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ისაუბრა დემონსტრაციებზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ჟან-პიერის თქმით, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშინებამ ვერ შეაჩერა.

„ჩვენ ხმამაღლა ვამბობდით ჩვენს შეშფოთებებს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს კიდევ უფრო დააშორებს, არ დაგვავიწყდეს ნატოც. ასევე, ქართველი ხალხი ნათლად გამოხატავდა თავის მოსაზრებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ქუჩაში პროტესტით. ამ უქმეებზე ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი ვნახეთ საქართველოში, როდესაც ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც დაშინებამ ვერ შეაჩერა, ეუბნებოდა თავის მთავრობას, რომ ამ კანონს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან, მათ ევროატლანტიკური მომავალი სურთ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა