კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერ-მინისტრმა და კომპანია Rothschild&Co-ს მმართველმა დირექტორმა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე ისაუბრეს

ნახვები: 383 პრემიერ-მინისტრმა და კომპანია Rothschild&Co-ს მმართველმა დირექტორმა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე ისაუბრეს

საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის Rothschild & Co-ს დელეგაცია ეწვია, რომელმაც ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობასა და Rothschild & Co-ს შორის ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციას, რომელსაც კომპანიის მმართველი დირექტორი, არიელ მალარდ დე როტშილდი ხელმძღვანელობს, მთავრობის მეთაური დღეს მთავრობის ადინისტრაციაში შეხვდა.

„საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად წარიმართება.

საუბარი ასევე შეეხო თბილისსა და გონიოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

პრემიერ-მინისტრმა Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს და მოკლე ვადებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვისა და საერთაშორისო ფინანსური კომპანიების შემოსვლის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია Rothschild & Co-ს წარმომადგენლები პიერ ადელინი და ელა ტრედი, კომპანია KAISER PARTNER-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ლინიგერი და კომპანიის წარმომადგენელი მარკ გოსმანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა