თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იურიდიული ფირმა BLB - კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნახვები: 392 იურიდიული ფირმა BLB - კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

„ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს პირველი შუალედური გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია ავრცელებს ინფორმაციას.
„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში.
მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატი Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია, გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.
გილოცავთ ამ გამარჯვებას", - აღნიშნულია იურიდიული კომპანიის ინფორმაციაში.
საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსმა შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს" გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის" მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს". როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის" სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში" აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში აღნიშნულია, რომ „ნეტფლიქსმა" განზრახ იცრუა, რათა ეპიზოდისთვის დრამატულობა შეემატებინა, რომ სერიალის გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს, და მათ შორის ნონა გაფრინდაშვილს არ გაუკეთებია. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეტფლიქსმა" დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეტფლიქსისგან" ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს და სადავო სცენის შესწორებას ითხოვენ.
ამასთან, ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეტფლიქსის" წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისიმაც" დაწერა. მედიასაშუალების ცნობით, „ნეტფლიქსში" აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა