კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ნახვები: 448 ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობაზე. განიხილეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით არსებული მექანიზმები და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს.

„განვიხილეთ ის პრიორიტეტული საკითხები რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს. მთავარი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის „კოვიდ-19"-ის მართვა, მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს საპასუხო ღონისძიებების გასატარებლად როგორც ტესტირების მიმართულებით, ასევე პაციენტების მეთვალყურეობის კუთხით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოსახლობის ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების. კოვიდის გარდა, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები განვიხილეთ, აქ უმნიშვნელოვანესია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ფაქტიურად მზად არის და ამ რეფორმაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რადგან რეფორმა პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს", - განაცხადა სილვიუ დომენტემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა