კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელენე ხოშტარია - „ხარება“, მშიშარა ხომ არ ხარ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ!

ნახვები: 662 ელენე ხოშტარია - „ხარება“, მშიშარა ხომ არ ხარ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ!

„ხარება“ მშიშარა ხომ არ ხარ? მხდალო შენ! სად მიდიხარ, „ხარება“, მოდი, ვილაპარაკოთ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ, - ასე მიმართა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტთან, სადაც „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იმყოფება, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელთანაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ელენე ხოშტარიამ მისვლა და გასაუბრება მოითხოვა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

ხარაზიშვილი ავტომობილში იმყოფებოდა, რომელმაც ხოშტარიასთან საუბარი არ ისურვა და ტერიტორია დატოვა.

ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გდდ-ს უფროსისთვის მან თავისი სათქმელის თქმა მაინც მოახერხა.

„ხარება“ არის მხდალი, კუნთით ვინმეს გააჩერებს? აქ არ არის კუნთების თამაშზე ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არის მოღალატის კუნთი, მოღალატის მუქარა, რომელსაც ძალა არ აქვს. არათუ „ხარებას“ არ აქვს ძალა, რუსეთს არ აქვს საქართველოში ძალა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხში არის აბსოლუტურად ერთიანი და მტკიცე. ჩვენ ვნახეთ, რომ 50 დღეა ადამიანები გამოდიან, ყველანაირი დაშინების მცდელობა სრული კრახით დამთავრდა. უნდა იცოდეს „ხარებამ“, სადაც ჩვენ ვდგავართ მას ეშინია და გაიქცევა. რისი თქმაც მინდოდა ვუთხარი, რომ მას ეშინია და არა ჩვენ”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა