კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი რუსული კანონის ამოქმედებას

ნახვები: 515 ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი რუსული კანონის ამოქმედებას

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, ვინ მოაწერა ხელი, რუსული კანონის ამოქმედებას. საქმეს არავის გავუადვილებთ - ჩვენ მედგრად და აქტიურად ვართ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე ისაუბრა, მესამე სექტორის საკონსტიტუციო სარჩელზე, რითაც მოითხოვენ გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი იქნება, თუ მოსამართლე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია, ან ის მოსამართლე, რომელიც აჯარიმებს ჩვენ აქტივისტებს, ყველა ეს ადამიანი იდენტიფიცირებული გვყავდეს და ვიცოდეთ, ვინ აწერს ხელს რუსული კანონის ამოქმედებას და საქართველოს რუსეთისკენ წაყვანას. ამიტომაც, ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად არის ის, რომ სარჩელი შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის შემდეგ, სტრასბურგსაც განვიხილავთ, სადაც შეგვაქვს სარჩელი, ეს სამუშაოები უკვე, ფაქტობრივად, დასრულებული და ყველაფერი გაკეთებულია. ამიტომ, ჩვენ მედგრად და აქტიურად ვართ, სხვადასხვა გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება”. განაცხადა ეკა გიგაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა