თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს

ნახვები: 482 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს

პარტნიორებმა ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო უკრაინის ცის სრული დაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

„ამ ღამით, უკრაინის ცენტრში, სამხრეთით და დასავლეთით, სხვადასხვა ტიპის 50-ზე მეტი რაკეტით და 50-მდე დრონით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მათი უმრავლესობა განადგურდა, მაგრამ დარტყმებიც იყო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.

„რუს ტერორისტებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ამ ტერორიზმის შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ეს ნორმად არ იქცეს, ეფექტური გადაწყვეტილებების დროულად მიღებაა საჭირო. უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა კრემლში შეშლილებმა გაიგონ, რომ მათი ტერორიზმი მიზანს ვერ აღწევს. პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის ამისთვის საჭირო. დამატებით Patriot-ები და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. უკრაინაში F-16-ების მიწოდების დაჩქარება და გაფართოება. ჩვენი ჯარისკაცების ყველა საჭირო შესაძლებლობით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსული ძალების მიერ დღეს ღამით განხორციელებული მასიური თავდასხმის სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა