ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი
Train services on Crimean Bridge suspended after overnight drone attack – media
Zelensky announces measures to help unblock agricultural exports
Russia’s war casualty toll up by 1,970 over past day
Lithuania's military aid to Ukraine will not decrease next year – defense minister
Russian assault troops in Kherson region's island zone readily surrender – press officer
Zelensky believes Trump and Xi could pressure Putin into ending Ukraine war

აშშ-მა სანქციები დაუწესა 30-მდე პირს - ხელისუფლების წევრებს, ოჯახის წევრებს, ძალოვნებს

ნახვები: 1778 აშშ-მა სანქციები დაუწესა 30-მდე პირს - ხელისუფლების წევრებს, ოჯახის წევრებს, ძალოვნებს

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციას უწესებს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა შეეხება ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.

კითხვაზე უშუალოდ რამდენ ადამიანს შეეხებოდა სავიზო შეზღუდვა, მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით 30 ადამიანს. გარდა ამისა, მას კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს. 

"დღეს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველი ინდივიდის მიმართ. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და თანამონაწილეები, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, თავისუფალი შეკრების უფლებას, გამოხატვის უფლებას, ძალადობრივად თავს ესხმოდნენ დემონსტრაციების მშვიდობიან მონაწილეებს, ზეწოლას ახდენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის, გადადგას დამატებითი ნაბიჯები", - თქვა მილერმა. 

მილერის თქმით, სანქციების შესახებ ამ პირებმა ჯერჯერობით არ იციან, რადგანაც სანქციები ძალაში მხოლოდ დღეს შევიდა. მაგრამ ვისაც მოქმედი ვიზა აქვთ, შესაბამისი შეტყობინებები ამის შემდგომ მიუვათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა