კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გუგა ქაშიბაძე - ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

ნახვები: 339 გუგა ქაშიბაძე - ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ტყიბულის შახტში დაშავებული რვა პირიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

„გამთენიისას შემოიყვანეს რვა მეშახტე. მათ სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. სამი პირი მოთავსებულია დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და განგრძობითი შოკი. ამ ეტაპისთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ,
ტყიბულის შახტში გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა