კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პენტაგონი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილება

ნახვები: 419 პენტაგონი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე (რამშტაინის ფორმატი), უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრესსპიკერის მოადგილეს დაუსვეს შეკითხვა : როდის ელოდება შეერთებული შტატები უკრაინისთვის Patriot-ის ახალი სისტემის მიწოდებას და პენტაგონის აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ომზე.

„რაც შეეხება Patriot-ს, ჯერჯერობით განცხადება არ მაქვს. ვიცით, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის პრიორიტეტია. ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ - Patriot-ის სახით, ან სხვა ფორმით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება განხილვის თემა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე“, -აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უკვე ჩაფრინდა ბრიუსელში, სადაც 13 ივნისს „რამშტაინის“ 23-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, 14 ივნისს კი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა