კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

ნახვები: 433 იაგო ხვიჩია - როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“ - ბუნებაში არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც სრულდება ან შესრულდება! - ამის შესახებ დღეს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

"სამაგიეროდ, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს უმოწყალოდ "ეკაიფება", - აღნიშნა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.

"ქვეყნის მართვას ძალადობა არ სჭირდება!

ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ადამიანების გასალახად ბრძანებებს ხელისუფლება გასცემს - ვიღაცაზე იტყვიან გასალახიაო, შემდეგ ვიღაც მივა, ადამიანებს გალახავს და საგამოძიებო უწყებები ამაზე თვალს ხუჭავენ", - დასძინა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა