კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ოდიშარია - რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30 საათზე კრწანისში, სუპერმარკეტში?

ნახვები: 450 ბექა ოდიშარია - რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30 საათზე კრწანისში, სუპერმარკეტში?

როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ შემთხვევას, რა დროსაც მას სუპერმარკეტში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ოდიშარიას თქმით, “ეს ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში”

“გუშინ გახლდით ჩემი სახლის შორი-ახლოს სუპერმარკეტში, რა დროსაც შორიდან რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარიხო პატენტი - fake დომენიკო მანგო. დახლებს შორის ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, რომელმაც მომაძახა, ვარ თუ არა ბექა ოდიშარია, რაც სიამოვნებით დავუდასტურე. შემდეგ დაიძახა მხოლოდ ეს ფრაზა: “შენ რუსულ კანონზე ხელმომწერი ხარო”.

ამაზე ბევრი არ გავაგრძელე, ჩვენ არავისთან კონფლიქტი და შეხლა-შემოხლა არ გვინდა. ზოგადად, ვიხვეწებით, რომ ვინმე მოვიდეს და გვკითხოს თუ რა წერია ამ 6-გვერდიან კანონში [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”], რომ ის მილიონი გვერდი, რომელსაც ჰარმონიზაცია გავუკეთეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციით გაგრძელებული და კანდიდატის სტატუსით დამთავრებული - ყველაფერი ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მოპოვებული წარმატებაა ქართველი ხალხისათვის. ამ ექვსმა გვერდმა რა შეცვალა. ალბათ, ლგბტ [პროპაგანდასთან] დაკავშირებულმა ჩვენმა აქტივობამ ძალიან ბევრი ლობისტი, როგორც შიგნით, ისე გარეთ გააღიზიანა.

მე “რუსულ კანონზე” ხელისმომწერი, რა თქმა უნდა, არ ვარ. ბუნებაში არანაირი რუსული კანონი არ არსებობს - არსებობს ქართული კანონი.

ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში. 150-მეტრიანი სივრცე გამოიარა და ერთი პროდუქტიც არ ეჭირა ხელში.

როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან.

ის მუდმივად ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავდა.

საბოლოო ჯამში, მას ეტყობა ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ოდიშარიას სუპერმარკეტში მოქალაქემ “მონა” და „რუსი“ უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა