ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ევრო 2024 | შვეიცარიის ნაკრებმა უნგრეთს 3:1 მოუგო

ნახვები: 578 ევრო 2024 | შვეიცარიის ნაკრებმა უნგრეთს 3:1 მოუგო

ევრო 2024-ის მეორე სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. შვეიცარია უნგრეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

  • უნგრეთის ნაკრების კაპიტანი, 23 წლის, 7 თვისა და 21 დღის დომინიკ სობოსლაი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც გუნდს გაუძღვა.
  • კვადვო დუა ისტორიაში მესამე შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა.
  • მიშელ ებიშერი პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

12′ წუთი. შვეიცარიის  ნაკრები წინ „ლუდოგორეცის“ თავდამსხმელმა, კვადვო დუამ გაიყვანა. 27 წლის ფეხბურთელს გადაცემა მიშელ ებიშერმა გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი დუასთვის მხოლოდ მეორე იყო ეროვნული გუნდის რიგებში.

 

 

45′ წუთი. შვეიცარიელთა უპირატესობა ორამდე „ჯენოას“ ფეხბურთელმა, ებიშერმა გაზარდა და საგოლე პასს გოლიც დაუმატა. მან გულაშის კარის აღება ეფექტური შორეული დარტყმით მოახერხა.

 

66′ წუთი. „ლივერპულის“ ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის გადაცემის შემდეგ „ფერენცვაროშის“ თავდამსხმელმა, ბარბარას ვარგამ უნგრელთა ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა.

 

90+3′ წუთი. უნგრეთის ნაკრების მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, რომლითაც შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა, ემბოლომ ისარგებლა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში გერმანიის ნაკრები ლიდერობს, მეორეზე კი შვეიცარიაა. მეორე ტურში გერმანიის მეტოქე უნგრეთი იქნება, ხოლო შვეიცარია შოტლანდიას დაუპირისპირდება.

1tv.ge 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა