ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
შს მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დავაკავეთ 34 პირი
Ukraine’s air defenses neutralize 718 Russian aerial threats, including seven missiles
War update: 183 clashes on front lines over past day
Around 50 Russian drones, five missiles detected over Volyn region overnight
Russia's war casualty toll in Ukraine rises by 1,050 over past day
US Senate will soon approve tough sanctions against Russia, China, India – Graham

ევრო 2024 | ხორვატიის ნაკრებმა ალბანეთთან ფრედ 2:2 ითამაშა

19.06.2024 ნახვები: 435

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური B ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა. ხორვატიის ნაკრებმა ვერც მეორე მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება – ფრე ალბანეთთან 2:2.

ფაქტები

  • ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
  • ევრო 1996 წლის შემდეგ ხორვატიას ერთ ტურნირზე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი) ზედიზედ ორი მატჩი არ წაუგია.
  • მიმდინარ ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არც ერთი თამაში არ დასრულებულა 0:0.

11′ წუთი. ალბანეთის ნაკრების შეტევისას ასანიმ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩააწოდა, ხორვატების დაცვის ცენტრი ჩავრდა, რითიც კარგად ისარგებლა ქაზიმ ლაჩიმ და ალბანეთის ნაკრები დააწინაურა – 1:0.

74′ წუთი. ხორვატიამ თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტია და ანგარიში გაათანაბრა – ბუდიმირის საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში იუბილარმა ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, ვისაც გოლი აქვს გატანილი საკუთარ დაბადების დღეზე – ხორვატი ფეხბურთელი 33 წლის გახდა.

76′ წუთი. ორ წუთსი ხორვატები დაწინაურდნენ – სუჩიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი ალბენელთა მცველს, კლაუს გიასულას მოხვდა და კარში შევარდა – 2:1.

90+5′. ალბანეთმა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხა – გიასულამ თავისივე შეცდომა გამოასწორა და არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე გატანილი გოლით ალბანეთის ნაკრებს ქულა გადაურჩინა – 2:2

 
 
1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა