საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებით ძალიან პრინციპულები-კალაძე

ნახვები: 425 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებით ძალიან პრინციპულები-კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ თავის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს მიმართა, რომ თანამშრომლებთან ჰქონდეთ სათანადო კომუნიკაცია, რათა უკანონობა არ დაუშვან.

„თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა, კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით - ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ყოველთვის მზად არის, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა არაკანონიერება არავინ დაუშვას. თქვენ იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებით ძალიან პრინციპულები", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა