რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს ვხედავთ

ნახვები: 452 ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს ვხედავთ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, როცა ობიექტური მოცემულობა არსებობს, უმრავლესობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის და ამის მაგალითი იყო სარალიძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება" მხარს არ დაუჭერს ისეთი კომისიის შექმნას, როცა ამოწურული არ არის ყველა ლეგიტიმური საშუალება, რაც ამა თუ იმ საკითხზე გამოძიებას აქვს.

„კომისიის შექმნა პროპაგანდისტური და პიარმიზნებისთვის თუ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კომისიას მხარს არ დავუჭერთ. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო ვხედავთ სხვადასხვა სახის მანიპულაციების კასკადს. კატეგორიულად გვეუბნებოდნენ და საზოგადოებას ზაფრავდნენ, რომ ადამიანი სიკვდილის პირას იყო მიყვანილი. საზოგადოებრივი ინტერესი იყო, მათთვის ეჩვენებინათ, რომ ეს ადამიანი სიკვდილის პირას არ იყო მიყვანილი და აუცილებელ კვებას იღებდა. შემდეგ იყო სპეკულაცია, რომ მკურნალობა სჭირდებოდა, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს გახდა ინტრიგებისა და სპეკულაციების საკითხი. მათთვის მისაღები იყო მხოლოდ სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში გადაყვანა - ჟენევის ტბის მახლობლად და არა ჩვენს ქვეყანაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა. ყოველ დღე სპეკულაციებს ვუყურებთ. უნდათ, ეს სპეკულაციები პარლამენტში გააგრძელონ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა