თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

„მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

ნახვები: 366 „მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პარტია „მოქალაქეები" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს და შექმნის შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის წამება არ მომხდარა, მისი რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა კი, იყო უღირსი საქციელი.

„დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ვხედავთ, რადგან ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და კარგი იქნებოდა, თუ რეალური პრობლემები გადაიჭრებოდა, რაც ხალხს აწუხებს - უმუშევრობა, გაჭირვება. ქვეყნიდან ხალხი გარბის. მთავრობაც აღიარებს, რომ კოვიდის მართვა ხელიდან გაექცა. კომისიები ამ საკითხზე რომ შევქმნათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა და არა იმაზე, რაც გაზვიადებული და გაბუქებულია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი აწამეს და სული ამოხადეს. წამება არ მომხდარა, იყო უღირსი და გულის ამრევი ფაქტი, რომ იძულებით გადაიყვანეს. აშკარად ძალაც გამოიყენეს და უღირსი საქციელი იყო, რომ კადრები გაავრცელეს, თუმცა ძალით გაბუქებულ თემებზე კომისიის შექმნა და უზარმაზარი ენერგიის ხარჯვა არის ამაო. რა უნდა გამოვიძიოთ, სააკაშვილი აწამეს ციხეში? - უღირსი იყო მისი გადაყვანის მეთოდები", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა