კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

ნახვები: 573 ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51 პროცენტი წილის დარჩება სახელმწიფოს, 49 პროცენტი ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი გაატარებს 600 ათას კონტეინერს, რაც ნიშნავს დაახლოებით 7,8 მილიონ ტონა ტვირთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა