კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს-ბოკერია

ნახვები: 402 თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს-ბოკერია

მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიები კომიისიის შემქნის ინიციატივას.

მას „ნაციონალური მოძრაობის" გადადგმული ნაბიჯები უგუნურ ნაბიჯებად მიაჩნია, რადგან, როგორც ამბობს „თავად შექმნეს ატმოსფერო, როდესაც სხვა პოზიციის მქონე ხალხს ნაგვის ყუთებს ახურავდნენ და შემდეგ იგივე ქნეს, რისთვისაც სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ".

„თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს - უნდობლობის გაჩენა პოლიტიკური პროცესის მიმართ მოქალაქეებში, როდესაც დღეს ერთს იძახი, ხვალ მეორეს და ორივეჯერ მართალი ხარ. ნორმალურ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის გამოყენება პარლამენტში არის აუცილებელი და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობა" ლეგიტიმურ პარლამენტში ამას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა