პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პეტრე ცისკარიშვილი - თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა

ნახვები: 582 პეტრე ცისკარიშვილი - თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა

თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლება „პუტინისტური სახელმძღვანელო წიგნებით“ ხელმძღვანელობს.

„ცხადზე ცხადია ის, რომ დემოკრატიის თუ ვინმეს ეშინია, არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების, ფასეულობების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან! ამ შიშების გამო კი ისინი დემოკრატიული ფასეულობების პენეტრაციას, დემოკრატიული ინსტიტუციების სიმტკიცეს, განვითარებას და კონსოლიდირებას ქვეყანაში ყველანაირად ეწინააღმდეგებიან. ისინი ხელმძღვანელობენ პირდაპირ პუტინისტური სახელმძღვანელო წიგნებით, პუტინისტური მიდგომებით, კანონებით, პროპაგანდით, მართვით და ფიქრობენ, რომ თუ პუტინმა მოახერხა და ორ ათეულ წელზე მეტია ინარჩუნებს ხელისუფლებას, ჩვენც იგივე გზას უნდა დავადგეთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი დინასტია უსასრულოდ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, მაგრამ თუ იქნება დემოკრატია, გახსნილობა, თავისუფალი არჩევნები, სამართალი და კანონის უზენაესობა ასე ხომ ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას?! ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, ახალგაზრდების პერსპექტივაზე, ამიტომ ეს ერთმანეთთან კავშირშია. ის თუ რა კანონებს მიიღებ, რა ღირებულებებით იცხოვრებ ქვეყანაში პირდაპირ აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა