ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე

ნახვები: 570 გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე

ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ კატასტროფისა, რომელიც მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

„აქ მარტო წვრთნებზე არ არის საუბარი, წვრთნები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ასევე გვჭირდება ალიანსი თავისუფალ სამყაროსთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან და ნატო-ში გაწევრიანება, რათა დაცული ვიყოთ რუსული საფრთხისგან.

ამ რეჟიმის ნაბიჯები ამის საპირისპიროა, იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. ომისა და საფრთხის მთავარი პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია საკუთარ ხალხთან და თავისუფალ სამყაროსთან, რითაც საქართველოს უზარმაზარი საფრთხე ექმნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა